საბერძნეთში ავარიის დროს საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

12:49 10-12-2019
270

საბერძნეთში, თესალონიკში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგადას ტერიტორიაზე მოხდა. დაღუპულ საქართველოს მოქალაქეს არალეგალები გადაჰყავდა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მანქანაში მყოფ პირებს საბერძნეთში ყოფნის უფლება არ ჰქონდა. „პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.