ჭოხონელიძე - გული მატკინეს იმის გამო, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან „კითხვის ნიშნები” გამიჩდა

12:21 10-12-2019
9056

ხალხი ისე დაუნდობლად, უსინდისოდ ილანძღება და ცილს მწამებს, რომ ეს ყველაფერი საშინლად განვიცადე, - ამის შესახებ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გული იმის გამო ატკინეს, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, „კითხვის ნიშნები” გაუჩდა.

​„დღეს იმის გამო მატკინეს გული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, „კითხვის ნიშნები” გამიჩნდა. საპროტესტოდ არ გავსულვარ და დროშა არ ამიღია ხელში, ხომ? ხალხი ისე დაუნდობლად, უსინდისოდ ილანძღება და ცილს მწამებს, რომ ეს ყველაფერი საშინლად განვიცადე. არ დავმალავ: თუ ვინმეს უნდოდა, ჩემთვის ყველაფრის სურვილი ჩაეკლა, მათ ეს მოახერხეს, თუმცა ისევ ჩემი შვილების წყალობით, ეს სტრესი დავძლიე. დღეს სალანძღავ კომენტარებზე ბევრს ვიცინით, მაგრამ თავის დროზე გული მტკიოდა,“ - განაცხადა ჭოხონელიძე.

​წყარო: „გზა“