რა დიპლომები აქვთ უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეებს

09:19 10-12-2019
92

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრების პროცესი გრძელდება. გასაუბრების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური თემა კანდიდატების დიპლომების თემას უკავშირდება. პარლამენტარების ერთმა ნაწილმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მოქმედი მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის და ასევე საკონსტრიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის ზაზა თავაძის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები.

რა განათლებას ფლობენ უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები? „პრაიმტაიმი“ ქვეყნის ბოლო ინსტაციის მოსამართლეების განათლების ცენზით დაინტერსდა. უზენაეს სასამართლოში დღეს 10 მოსამართლეა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს: მზია თოდუას, ვასილ როინიშვილს, ნუგზარ სხირტლაძეს, ზურაბ ძლიერიშვილს, ეკატერინე გასიტაშვილს, გიორგი შავლიაშვილს, მაია ვაჩაძეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვთ დამთავრებული.

ნინო ბაქაქურმა ჯერ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო ამის შემდეგ თბილისის იურიდიული ინსტიტური და სამართალმცოდნის კვალიფიკაციაც მიენიჭა.

მოსამართლე პაატა ქათამაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობათა ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, რომელიც სამართალმცოდნის დიპლომს არ უთანაბრდება. ეს საკითხი არასამთავრობოებმა რამდენიმე წლის წინ გაახმოვანეს.

კრიტიკული შეფასებები მოჰყვა ასევე მოსამართლე ბესარიონ ალავიძის დიპლომს. ალავიძეს ჯერ სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, ხოლო შემდეგ ამავე უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამართალმცოდნეობის სპეციალიზაცია. ოპონენტების თქმით, ეს იყო მეორადი ფაკულტეტი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მეორადი სპეციალიზაცია არ უნდა ჰქონდეს.