იძებნება მამაკაცი, რომელიც მეუღლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

00:18 10-12-2019
518

ხაშურში მომხდარი საზარელი მკვლელობაში ეჭვმიტანილ ირაკლი დეკანოიძეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. 30 წლის მამაკაცმა მეუღლე ნათია გოგალაძეს, რომელიც ასევე 30 წლისაა, სახის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

დეკანოიძემ თავდაპირველად ცოლის სამუშაო ობიექტზე ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა, შემდეგ კი მაღაზიაში შეიჭრა და საკუთარ მეუღლეს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. წინასწარი ვერსიით, კონფლიქტი შვილების გამო მოხდა.

ირაკლი დეკანოიძის ოჯახი რამდენიმე წლის განმავლობაში ახალციხის რაიონში, სოფელ აგარაში ცხოვრობდა. ცნობილია, რომ 16 წლის წინ მამამისმა თანასოფლელი მოკლა, რის გამოც ოჯახი საცხოვრებლად ხაშურში გადავიდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.