მუსიკოსმა მიხაილო თოდუამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

23:51 10-11-2019
62

მუსიკოსმა მიხაილო თოდუამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ​სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ​დაუდასტურა.

„მიხეილ თოდუამ, პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა.

საბჭომ განიხილა, დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და ე.წ. სამაჯურით გაუშვა“, – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

მიხეილ თოდუა (მიხაილო) 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა, 20 ათასი ლარის არქონის გამო სასჯელს საპატიმროში იხდიდა.

ციხეში ყოფნის პერიოდში თოდუა მუშაობას აგრძელებდა და რამდენიმე მუსიკალური ალბომი გამოუშვა.