ჩვენება და ტელევიზიებში მოყოლილი არ ემთხვევა - დეპუტატი თამთა თოდაძეზე

21:30 10-11-2019
479

„54 წლის კაცი პირველად წარვდექი მოსამართლის წინაზე. ეგენი გამოცდილები არიან ჩივილებში, ინტრიგებში და მსგავს რაღაცები“, - ამის შესახებ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი ტვ პირველის ეთერში აცხადებს.

„ტელევიზიებში ამბობს, ტელეფონი ხელიდან წამართვაო, ჩვენებაში კი წერია, რომ ტელეფონი მაგიდაზე იდო, აიღო და დაამტვრიაო“, - ამბობს ჯიშკარიანი.

ხოლო ბრალდებულის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ თამთა თოდაძემ სხვა პირებსაც უჩივლა და აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს სწორედ მან დაარტყა. 

„ეს ადამიანები მიიყვანეს პოლიციაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათზე თავად იძალადა. იყო ნასვამ მდგომარეობაში, იქაც გადმოყარა ნივთები. ეს შემთხვევები სახლში ხდებოდა.

მეორე დღისით, როდესაც გამოფხიზლდა, გაიაზრა, რომ იქ კიდევ ოთხი მოწმე იყო და ვერ დაამტკიცებდა, რომ მასზე იძალადეს. მოვიდა და თქვა, ბოდიში, შემეშალა. რაღაც სხვა ინფორმაცია მივაწოდე პოლიციას. 

კონკრეტულ შემთხვევაზე და ძალადობის კვალზე კი ამბობს:

​„თამთა თოდაძე ჰყვება, რომ ჯიშკარიანი ტელეფონს რომ მართმევდა, მაგ დროს მივიღე დაზიანებაო, ხოლო ექსპერტიზა ამბობს, რომ ეს დაზიანებები წვეტიანი, ბასრი საგნით აქვს მიყენებული. 

ილია ჯიშკარიანის ჩვენების მიხედვით კი, თოდაძე ნამსხვრევებზე დაეცა და ეს ჭრილობაც იქიდან აქვს.