ბიძინა ივანიშვილი სამცხე-ჯავახეთის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობას შეხვდა

21:07 10-11-2019
46

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამცხე-ჯავახეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა. ფოტოებსა და ინფორმაციას მმართველი პარტია ავრცელებს.

შეხვედრაზე რეგიონის პრობლემებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

width=550

შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის დეპუტატები - გიორგი კოპაძე, ენზელ მკოიანი, სამველ მანუკიანი, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მოადგილეები და პარტიის აქტივისტები ესწრებოდნენ.

ამით, პარტიის თავმჯდომარის შეხვედრები რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დასრულდა. ბიძინა ივანიშვილი შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აქტივს შეხვდა.

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე