პრინტერი რომ გადმოაგდო, იქ აიხლართა - ჯიშკარიანი თოდაძეზე

21:07 10-11-2019
1188

ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი ამბობს, რომ ის სავარაუდო მსხვერპლისგან თამთა თოდაძისგან ბოდიშის მოხდას ელოდა. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

დეპუტატი ამბობს, რომ კონფლიქტის ინსცენირება მოხდა.

„ყველაფერი დალეწა მან და თავის დალეწილში აიხლართა... საიდან მიიღო დაზიანება, იქნება, ისეთი ნასვამი იყო, ქუჩაში წაიქცა?.. მე რა ვიცი, გაეხახუნა იქნებ კედელს. პრინტერი რომ გადმოაგდო, იქ აიხლართა.

„მე რომ პატრული გამომეძახებინა, მე რა დეპუტატი ვიქნები? კარგი, ერთი პრინტერი გადმოაგდო და მე შეურაცხყოფა მომაყენა. მე ხო არ ვიცოდი, აქეთ მიჩივლებდა და ძალადობას დამაბრალებდა. მე ველოდებოდი მეორე დღეს ბოდიშით მოვიდოდა მაგი და გადავწყვიტავდით პრინტერის და მონიტორის ამბავს იმიტომ, რომ საკრებულოს ქონებაა.