თავდასხმა სავაჭრო ცენტრში - დაჭრილია 5 ადამიანი (მანჩესტერი)

16:24 10-11-2019
236

მანჩესტერში მდებარე სავაჭრო ცენტრში თავდასხმა მოხდა. ცივი იარაღით დაჭრეს ხუთი ადამიანი. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მუშაობს კონტრ-ტერორისტული პოლიცია.

სამართალდამცველებმა დააკავეს 40 წლის მამაკაცი, რომელიც თავდასხმის განხორციელებაშია ეჭვმიტანილი.

თვითმხილველების ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ორი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და იქ მყოფ მოქალაქეებს ალბათობის პრინციპით დაესხნენ თავს. ორი ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაცია პოლიციის მიერ ჯერ არ დასტურდება.

თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემები ავრცელებენ.

ავტორი: მარიამ გიგანი