​ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა მეუღლემ მოკლა

16:21 10-11-2019
4570

ხაშურის საავადმყოფოში, ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი 30 წლის ნათია გოგალაძე გარდაიცვალა.

30 წლის ქალი სამსახურში იმყოფებოდა, როდესაც ყოფილი მეუღლე მივიდა და მაღაზიაში ჯერ ხელყუმბარა შეაგდო, ხოლო მას შემდეგ, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ამოქმედდა, მამაკაცმა ქალი სასტიკად სცემა. ადგილზე გამნამღველებმა ევაკუაცია გამოაცხადეს.

ხაშურის რეფერალური ჰოსპიტალის რეანიმაციული სამსახურის უფროსის, თეა კორკოტაძის ინფორმაციით,  ჰოსპიტალში შეყვანისას პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იყო, ხოლო თავის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

​როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 19. 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი ამ დროისთვის დაკავებული არ არის.