პენსიონრები, ახალგაზრდები, მასწავლებლები, მძღოლები და სხვები ეროტიული ფილმის კასტინგზე

16:03 10-11-2019
127

საბერძნეთის დედაქალაქის დასავლეთ გარეუბნაში სტრიპტიზ-კლუბთან ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ათეულობით მოქალაქე შეიკრიბა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა საპროდუსერო კომპანიამ ეროტიულ ფილმში მონაწილეობის მისაღებად კასტინგი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. 

გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული კრიტერიუმები და ასაკობრივი შეზღუდვა დაწესებული არ ყოფილა პერისტერის უბანში, კასტინგის ცოცხალ რიგში ჩადგნენ სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები, მათ შორის პენსიონრები, ახალგაზრდები, მასწავლებლები, მძღოლები და სხვ.

დიდი კონკურენციის ფონზე მხოლოდ 30 მათგანს გაუმართლა. კომპანიის წარმომადგენლებმა ისინი შემდეგ ტურში, გასაუბრებაზე დაიბარეს.