აზერბაიჯანი და საქართველო უახლოესი პარტნიორები არიან - ალიევი

15:29 10-11-2019
21

აზერბაიჯანი და საქართველო დღეს უმნიშვნელოვანესი და უახლოესი პარტნიორები არიან,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, სოციალურ ქსელ „Twitter“-ში დაწერა.

„აზერბაიჯანი და საქართველო, რომლებიც დამოუკიდებლობის პერიოდში წარმატებით ავითარებენ ორმხრივ ურთიერთობებს, დღეს უმნიშვნელოვანესი და უახლოესი პარტნიორები არიან“, - აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.