ვინ არის ჰოლივუდის ქართველი ლამაზმანი - ვარსკვლავური კარიერა და ცნობილი პარტნიორები

14:48 10-11-2019
226

32 წლის ქართველი მსახიობი, რომელიც ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა... ელენე სხირტლაძე, იგივე ელი სატინი  თბილისში დაიბადა, მოგვიანებით კი საცხოვრებლად სოჭში გადავიდა, სადაც დაამთავრა საშუალო და მუსიკალური სკოლები.

ბავშვობიდან ვოკალით იყო გატაცებული, ასევე პროფესიონალურად ეუფლებოდა ფორტეპიანოს.

მალევე ელენე დედასთან – მწერალ მარინა სილაგაძესთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. იქვე დაამთავრა პროფესიონალური სამსახიობო სკოლა, ასევე გაიარა სამსახიობო კურსები დიდ ბრიტანეთსა და მოსკოვში. ამის შემდეგ ლოს-ანჯელესში მოხვდა, სადაც პირველად 2003 წელს ითამაშა სერიალში „დეტექტივი რაში“ . დღემდე შვიდ კინოფილმში, ასევე რამდენიმე სერიალსა და თეატრალურ დადგმაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის არის მიუზიკლი „ჩიკაგო“ , სადაც მისი მუსიკალური მონაცემები შესანიშნავად გამოჩნდა.

მის ცნობილ სამსახიობო პარტნიორებს შორის არის ჰოლივუდის ვარსკვლავი რუპერტ ფრენდი.

ქართველი ვარსკვლავის მეუღლე ცნობილი ამერიკული როკ-ბენდის The All-American Rejects-ის ვოკალისტი და გიტარისტი ტაისონ რიტერია.

წყვილი ხშირად ჩნდება ჰოლივუდის გლამურულ თავყრილობებზე და ჟურნალების გარეკანზე.