ბიჭმა ნიუ იორკში ოთხი უსახლკარო ადამიანი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა

14:41 10-11-2019
175

24 წლის ბიჭი, რომელმაც ნიუ იორკში, 4 მძინარე უსახლკარო ადამიანი მოკლა, პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას SKY NEWS-ი ავრცელებს.

სანტოსმა, რომელიც თვითონაც უსახლკაროა, გამოიყენა მეტალის ჯოხი, რათა CHINATOWN-ში 4 მძინარე ადამიანისთვის სასიკვდილო დარტყმები მიეყენებინა.

გარდაცვლილთა ვინაობა ამ დრომდე უცნობია, მხოლოდ აცხადებენ იმაზე, რომ მოკლულთა შორის ერთ-ერთი მამაკაცი 83 წლის იყო.