ილია ჯიშკარიანს გირაო შეეფარდა

14:00 10-11-2019
116

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ილია ჯიშკარიანს გირაო დაეკისრა 10 000 ლარის ოდენობით, ასევე მას აეკრძალა თამთა თოდაძესთან მიახლოება. 

საქმის პროკურორის თქმით, მათ გაითვალისწინეს ყველანაირი გარემოება და სწორედ ამის შემდეგ დაუწესეს ილია ჯიშკარიანს გირაო. 

10 ოქტომბერს, გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

ასევე გავრცელდა ილია ჯიშკარიანის ვიდეო, რომელიც საავადმყოფოშია გადაღებული.

„მირჩევნია მერქვას მკვლელი, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში“, - ამბობს ჯიშკარიანი.

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანი თანამშრომელმა, თამთა თოდაძემ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო. 

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.