ამ წუთებში მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა მიმდინარეობს

13:36 10-11-2019
13

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ხუთი მოწმე დაიკითხება, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

სასამართლო პროცესები დახურულია.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.