ორხევში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

13:01 10-11-2019
42

ორხევში მომხდარი მკვლელობაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც ბრალდებული ამბობდა, მკვლელობა განზრახ არ ჩაუდენია და იგი ფინანსური დავის გამო მოხდა.

მისივე თქმით, მამაკაცი მისგან ფულს სესხულობდა და შემდგომ არ უბრუნებდა. მამაკაცის გამო ბრალდებულმა სამსახურიც დაკარგა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა 400 ლარამდე თანხას ეხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1937 და 1977 წლებში დაბადებულ მამაკაცებს შორის კონფლიქტი წარსულში არსებულ უთანხმოებას მოჰყვა.

ახალგაზრდას, რომელსაც მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.