კოკაინის ტომრებმა ნარკომოვაჭრეები დახრჩობას გადაარჩინეს

12:11 10-11-2019
10

 

კოლუმბიის სანაპიროს სასაზღვრო კონტროლის სამსახურებმა  შუა ზღვაში ნარკომოვაჭრეები აღმოაჩინეს, რომლებიც გემის ჩაძირვის შემდეგ კოკაინის მოტივტივე ტომრებმა გადაარჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, ნივთიერებების რაოდენობა 1265 კილოგრამს  შეადგენდა. სამივე გადარჩენილს კოლუმბიის სასამართლომ ნარკოტიკებით ვაჭრობა, მათი დამზადება და ფლობა დასდო ბრალად.

ნარკომოვჭრეთა ინფორმაციით, მათი ნავი ძლიერმა ტალღამ ჩაძირა, რის შემდეგაც ისინი წყნარ ოკეანეში 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.