ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ამინდი

საზოგადოება 1713450829

ამინდი უარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი:18 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც.დასავლეთ საქართველოში 19 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა.ქ. თბილისში 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და შესაძლოა გაწვიმდეს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

ტაბულას რედაქტორი

პოლიტიკა 1713450828

თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციის ნაწილზე: მომხრე ვარ გაერთიანდნენ და საზოგადოების დაბნევა შეწყვიტონ, თითქოს რამე განასხვავებთ ერთმანეთისგან

 “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მითითებულია „ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთიანი განცხადება“ და აღნიშნა, რომ ეს არის ოპოზიციური პარტიების არა ერთობლივი, არამედ ნაწილის განცხადება.მისივე თქმით, მომხრეა განცხადებაში მითითებული პარტიები გაერთიანდნენ და საზოგადოების დაბნევა შეწყვიტონ, თითქოს რამე განასხვავებთ ერთმანეთისგან. მანვე აღნიშნა, რომ ისინი ვერაფერს მიაღწევენ ტყუილებით. „ეს არ არის ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება. ეს არის ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადება - მომხრე ვარ გაერთიანდნენ და საზოგადოების დაბნევა შეწყვიტონ, თითქოს რამე განასხვავებთ ერთმანეთისგან. და ეს თვითმარქვიები ვერაფერს მიაღწევენ ამ ტყუილებით. თავად ამ ტექსტის დასაწყისი საუკეთესოდ ასახავს, რატომ არიან ლუზერები“, - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 უახლოესი დღეების პროგნოზი

faceამბები 1713450761

„მესაუბრე ისე, როგორც ქალს...“ - ვინ გააღიზიანა მერიემი

რას ნახავს მაყურებელი დღეს „პრაიმ ჰაუსში“. პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, მერიემი მაზანამ გააღიზიანა. ნახეთ, ვიდეო:

ბუნებადამცველი

პოლიტიკა 1713449340

ნატა ფერაძე - გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა 1 პოსტი რომ დადონ, ვინ არიან და რას აპირებენ, გაასწორებდა, დაბნეული ხალხი ჩვენთან მორბის

 „გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა ტრაკი რო აწიონ და 1 პოსტი დადონ, ჳინ არიან და რას აპირებენ, მაგრა გაასწორებდა, რავი.“-ამის შესახებ აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ფერაძე თავის პოსტში აღნიშნავს, დაბნეული ხალხი მათთან მირბის. „გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა ტრაკი რო აწიონ და 1 პოსტი დადონ, ჳინ არიან და რას აპირებენ, მაგრა გაასწორებდა, რავი. დაბნეული ხალხი ჩვენთან მორბის ტალღაზე. რიტორიკული პოსტია, არ დაწერენ არაფერს, ვიცი.“-წერს ნატა ფერაძე.       

ბუნებადამცველი

პოლიტიკა 1713448709

გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა 1 პოსტი რომ დადონ, ვინ არიან და რას აპირებენ, გაასწორებდა, დაბნეული ხალხი ჩვენთან მორბის - ნატა ფერაძე

„გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა ტრაკი რო აწიონ და 1 პოსტი დადონ, ჳინ არიან და რას აპირებენ, მაგრა გაასწორებდა, რავი.“-ამის შესახებ აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს.როგორც ფერაძე თავის პოსტში აღნიშნავს, დაბნეული ხალხი მათთან მირბის.„გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა ტრაკი რო აწიონ და 1 პოსტი დადონ, ჳინ არიან და რას აპირებენ, მაგრა გაასწორებდა, რავი. დაბნეული ხალხი ჩვენთან მორბის ტალღაზე. რიტორიკული პოსტია, არ დაწერენ არაფერს, ვიცი, “- წერს ნატა ფერაძე.