მარჯანიშვილზე მამაკაცის დაჭრისთვის 17 წლის ბიჭი დააკავეს

11:13 10-11-2019
95

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 17 წლის ბიჭი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებული ვ.მ. ბასრი საგნის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვ.მ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული გ.რ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამი შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.