ემოციური კადრები - რა რეაქცია ჰქონდა დაკარგულ ძაღლს, როცა პატრონმა იპოვა

11:12 10-11-2019
936

თბილისში მოპარული ძაღლი პატრონმა იპოვა,- ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თამარ კვანტრიშვილი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ძაღლის პოვნაში მას უამრავი ადამიანი დაეხმარა.

„ეს არის მაია, რომელიც მოგვპარეს. საბედნიეროდ ღვთისნიერი ადამიანები დაგვეხმარენ და ვიპოვეთ. ეს ვიდეო მათთვის ვინც ამბობს თუ რატომ გვიყვარს ცხოველები ასე ძალიან, ვაჟას იმისათვის რომ სამსახურში მომაკითხა. მანქანამ ლამის მომიკლა, მაიას დააკვირდით როგორ წამებში შეეცვალა სახე ბედნიერებისგან. ადამიანები?! ეხ ადამიანები სამწუხაროდ ზურგს აქცევენ ერთმანეთს იქ სადაც ყველაზე საჭირო არიან და ისე მიდიან არც კი ნანობენ,ბევრს ისეთ ადამიანს მირჩევნია ეს ცხოველები. ასე რომ თუ ვურჩევთ ერთმანეთს ვის ვინ გვიყვარდეს, მიყვარს ადამიანებიც მაგრამ ამათზე ზრუნვა უფრო მიფასდება!“ - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.