იდენტიფიცირებულია ადამიანი, რომელმაც პარლამენტთან ისროლა

10:26 10-11-2019
241

ადამიანი, რომელმაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით ისროლა, იდენტიფიცირებულია და აღიარებს, რომ ისროლა.  

შსს-ს ცნობით, გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გვიან ღამით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული იარაღიდან ისროლეს.  ცნობით, ადგილზე ნაპოვნია ფუჭი ვაზნა.