შსს-მ უკანონო 9 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

10:18 10-11-2019
38

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სისხლის სამართლის 765 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით, 9 მილიონი ლარია.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო ნარკოტიკული საშუალებები: 5 კილო და 255 გრამი „კოკაინი“, 1 კილო და 362 გრამი „ჰეროინი“, 4222 აბი „სუბუტექსი“, 675 კაფსულა და 896 აბი „ტრამადოლი“, 579 აბი და 58,3 გრამი „მეტადონი“, 338 აბი და 21,9 გრამი „კოდეინი“, 996 აბი „ამფეტამინი“, 8678 კაფსულა და 198 აბი „პრეგაბალინი“ და 33,7 გრამი „მორფინი“. ასევე, განადგურებულია, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები გაანადგურა.

უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.