იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს

08:40 10-11-2019
13

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს კენჭს უყრიან. ეს ის მოსამართლეები არიან, რომლებიც თანამდებობებზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით არიან დანიშნული. პროცედურას სულ 18 მოსამართლე გაივლის.

ასევე დღევანდელ სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასმართლოს  კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრაზეც იმსჯელებენ. 

სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.