ილია ჯიშკარიანისთვის პროკურატურა არ აპირებს აღმკვეთის სახით პატიმრობის მოთხოვნას - ბაია პატარაია

23:25 10-10-2019
33

„ილია ჯიშკარიანისთვის პროკურატურა არ აპირებს აღმკვეთის სახით პატიმრობის მოთხოვნას! ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა! დაზარალებულს არ გვეკითხებიან არაფერს და მოსამართლეც ვერ შეუფარდებს პატიმრობას პროკურატურის მოთხოვნის გარეშე“, - ამის შესახებ ქალთა უფლებადამცველი და ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძვანელი, ბაია პატარია სოციალურ ქსელში წერს.

„მთავარი პროკურორი ისევ ხელს აფარებს ოცნების დეპუტატს. ჩვენ ამას არ შევეგუებით!
განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოწმეზე ზემოქმედების მცდელობა უკვე იყო და დანაშაულის კვალი ერთხელ უკვე წაშალა ილია ჯიშკარიანმა. მას აქვს სერიოზული გავლენები სუს-ში და ჰყავს ძლიერი მფარველები. მისი თავისუფლებაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის ობიექტურ გამოძიებას!

ხვალ 10:30 საათზე გავმართავთ პრესკონფერენციას ამ თემაზე საფარის ოფისში.
გთხოვთ, ეს ინფორმაცია გაავრცელოთ მაქსიმალურად და დადგეთ ჩვენ გვერდით. პროცესი ხვალ 13:00 გაიმართება საქალაქო სასამართლოში“, - წერს ქალთა უფლებადამცველი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ ილია ჯიშკარიანი გულის შეტევით საავადმყოფოში მოხვდა.