მირჩევნია მკვლელობაში ვიყო ეჭვმიტანილი, ვიდრე ქალთან ძალადობაში - ილია ჯიშკარიანი

22:37 10-10-2019
247

„მე მირჩევნია მერქვას მკვლელი, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ილია ჯიშკარიანი აცხადებს, რომელსაც თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. 

„კურიერმა ილია ჯიშკარიანის პირველი ვიდეოკომენტარი მოიპოვა. ვიდეო მისმა ოჯახის წევრებმა საავადმყოფოს პალატაში ადვოკატთან საუბრის დროს ჩაიწერეს. 22 წამიან ვიდეომასალაში თამთა თოდაძის ცემასა და სექსუალური ხასიათის ქცევაში ბრალდებული დეპუტატი, დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ სიმართლის დასადგენად იბრძოლებს.

ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ, 11 ოქტომბერს იმსჯელებს.