ბავშვს რომ გავაპრიალებდით და გავუშვებდით, აშმორებული ბრუნდებოდა - მშობელი ბაღში არსებულ სიტუაციაზე

22:02 10-10-2019
25

ყვარლის რამდენიმე საბავშვო ბაღში სწავლა ვერ დაიწყო. ამის მიზეზი სარემონტო სამუშაოები გახდა. „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული შესაბამისი ტენდერი 4-ჯერ ჩაიშალა.

ის, რომ ბაღები სავალალო მდგომარეობაშია მშობლებიც ადასტურებენ.

„ბავშვს რომ გავაპრიალებდით და გავუშვებდით ბაღში, აშმორებული ბრუნდებოდა სახლში”, - ამბობს „რუსთავი2“-თან ერთ-ერთი მშობელი.