როგორ „დავაპროგრამოთ“ თავი წარმატებაზე

20:43 10-10-2019
124

თილისმები, პერსონალური ჰოროსკოპები არასდროს მუშაობს ისე ეფექტურად, როგორც სწორად ჩამოყალიბებული ცხოვრების წესი. იმისათვის, რომ ფორტუნამ გაგიღიმოთ, ის როგორღაც უნდა მიიზიდოთ.

აი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს:

1. წარმატების საფუძველი

ჯანმრთელობა - წარმატების მთავარი საიდუმლოა. რთულია დაავადებული სისხლძარღვებით, ჭარბი წონით და მოუწესრიგებელი პირის ღრუთი მიიღო წარმატება, ახვიდე კარიერულ საფეხურებზე. რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, ცხოვრების ჯანსაღი წესი ყველაფრის თავი და თავია.

კარგი განწყობა მოაქვს თვითდაჯერებულობას, ეს კი წარმატებას იზიდავს.

სწორი კვება, პირადი ჰიგიენა, ჯანსაღი ძილი, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, მავნე ჩვევებზე უარის თქმა ნებისმიერს გახდის უფრო ბედიერს და წარმატებულს.

 

2. საკუთარი თაიმ-მენეჯერი 

თუ ხელმძღვანელს სისტემატურად მისწერთ: „ჩამეძინა, მოვრბივარ“, - დაწინაურებას აღარ ელოდოთ. წარმატებულები დილით ადრე იღვიძებენ იმისათვის რომ მოასწრონ ვარჯიში, ისაუზმონ, თავი მოიწესრიგონ, მივიდნენ სამუშაოზე და ჩაერთონ საქმეში.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ დღე წინასწარ დავგეგმოთ. უმჯობესია ღამით გაიწეროს მომდევნო დღის გეგმა იმისათვის, რომ არაფერი გამოგვრჩეს. გეგმაში აღნიშნული უნდა იყოს პრიორიტეტული ამოცანები და სავარაუდო დრო მათ შესასრულებლად. ასე თქვენ მოახერხებთ ერთგვარი გრაფიკის შედგენას, არსად დააგვიანებთ და არც ზედმეტად მოგიწევთ სამსახურში დარჩენა.

 

3. საჭირო გარემოცვა

თავი შორს დაიჭირეთ პრობლემური ადამიანებისგან. ჭორები და ცარიელი სიტყვები ენერგეტიკული ვამპირებია, რაც თქვენს ცხოვრებას გაანადგურებს. გქონდეთ ურთიერთობა მხოლოდ მათთან, ვინც თქვენთვის საინტერესოა, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ.

ფსიქოლოგების რეკომენდაციაა გააფართოვოთ სანაცნობო წრე. თქვენთვის საინტერესო კლუბები, ნეთვორქი, ახალი ჰობი დაგეხმარებათ საჭირო კონტაქტები მოძებნოთ და შეცვალოთ თქვენი მდგომარეობა „უიღბლოდან“ „იღბლიანზე“.

 

4. დასვენება

იღბალი უღიმის მათ, ვისაც მუშაობაც შეუძლია და დასვენებაც. თუ მხოლოდ პარასკევიდან კვირამდე მოეშვებით, ორშაბათისთვის ლოგინიდან ადგომა მაინც დაგეზარებათ. ამიტომ, დასვენების დრო უნდა გამოინახოს ყოველ დღე. აბაზანა არომატული ზეთებით, კარგი ფილმი, შეხვედრა, გასეირნება - მიეცით თქვენს ტვინს განტვირთვის შესაძლებლობა.

რელაქსი - ეს საკუთარი თავის სიყვარულის გამოხატვაა. თუ ადამიანი აფასებს საკუთარ თავს და დროს, ამას მისი გარემოცვაც დააფასებს. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გადაიზარდოს თვითშეყვარებაში, დაიცავით ბალანსი.

 

5. იყავი მადლობელი

ჯანმრთელობა, დრო, ფული, გრძნობა - ეს ის რესურსია, რომელიც შეიძლება გაილიოს. ამიტომ ის დროდადრო უნდა შეივსოს. ამიტომაც, მადლობელი უნდა ვიყოთ ადამიანების და გარემოებების. თუ ადგილი დაგითმეს ტრანსპორტში - მადლობა გადაიხადეთ და გაიღიმეთ. თუ ცოლმა ვახშამი მოგიმზადათ - უთხარით ქათინაური. თუ ხელმძღვანელმა პრემია მოგცათ - მასაც უთხარით მადლობა და განაგრძეთ მუშაობა.

მადლობელი იყავით თქვენი სხეულის იმის გამო რომ ის გერგოთ და ყველა ორგანო ფუნქციონირებს. მოუარეთ მას. ნუ დაივიწყებთ მადლობა უთხრათ თქვენს სახლს - დაალაგეთ ის. წარმატება მხოლოდ მათთან მიდის, ვინც მის დასახვედრად მზად არის.

 

წყარო: LIFE