ვიდეოები

1710755486

VIDEO: რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ – რა დაარქვეს ახალშობილს

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ, ვატო არველაძე და მაკუნა ზედაშიძე კი – გოგონას მშობლები. პატარას სოფია დაარქვეს.ამის შესახებ ეკა ხოფერიას „ფეისბუქიდან“ გახდა ცნობილი – ეკამ მცირე ვიდეო გააზიარა თეონას მონაწილეობით, რომელიც მცირე ხნის წინაა გადაღებული და სადაც თეონა ამბობს, რომ მარტში შვილიშვილს ელოდებიან. 

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709008839

საყურადღებო ინფორმაცია!„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

სათვალე

ტაბლოიდი 1710827340

აირჩიეთ სასურველი სათვალე - ტესტი პიროვნების ხასიათის ამოსაცნობად

რისი თქმა შეუძლია სათვალეს ადამიანზე? აღინიშნა, რომ ეს არის არა მხოლოდ დაცვის საშუალება, არამედ თვითგამოხატვის საშუალებაც, თქვენი ყველაზე გასაოცარი ხასიათის თვისებების გასაცნობად.ნამდვილი პიროვნების ტესტი - აირჩიე შენი სათვალეწყვილი 1თქვენი არჩევანი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ არ იცით სად მიდის ცხოვრება, მაგრამ მზად ხართ მოგზაურობისთვის. თქვენ სპონტანური ხართ და გიყვართ, როცა სხვებიც იმავეს აკეთებენ. თქვენ არ იცავთ ნორმებს, რადგან ძალიან დაკავებული ხართ საკუთარის შექმნით.წყვილი 2თუ ეს წყვილი აირჩიე, ეს ნიშნავს, რომ ძალიან მშვიდი ხარ და იცი როგორ დააფასო კლასიკა. თქვენ აფასებთ იმას, რასაც სხვები არ აფასებენ და ეს არის ის, რაც თქვენში აღმაფრთოვანებელია. თქვენ ასევე გირჩევნიათ დაბალი პროფილის შენარჩუნება, მაგრამ არ გეზარებათ დროდადრო გამოხვიდეთ სამყაროში და აჩვენოთ ხალხს, რომ ჯერ კიდევ აქ ხართ.წყვილი 3როცა ნაბიჯს დგამ, ძალიან თავდაჯერებულად დგამ. დიახ, დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში და გარშემომყოფებში. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ძნელია შენელება და სუნთქვის შეკავება.წყვილი 4თუ თქვენი არჩევანი ამ წყვილზე დაეცა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ თქვენ კარგი ადამიანი ხართ, მაგრამ ყველამ იცის, რომ თქვენი თავხედი მხარე ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდეს. თქვენ იცით, როგორ უნდა მოუსმინოთ და მიიღოთ კრიტიკა, მაგრამ არ მისცემთ უფლება ადამიანებს რაიმე დაგაბრალონ.წყვილი 5თქვენ არ გეზარებათ ყურადღების ცენტრის სხვებისთვის გაზიარება, მაგრამ როცა ბრწყინვის დროა, ამას მარტივად აკეთებთ. ხანდახან შეიძლება იყო ცოტა მორცხვი, მაგრამ სინამდვილეში იცი, როდის გჭირდება გართობა და მოქმედება!წყვილი 6როგორც ადამიანი, ხარ მაგარი, მშვიდი და ძლიერი. თქვენ იცით, როგორ იაროთ დინებაში და იყოთ მოდუნებული და არ მისცეთ უფლება წვრილმანებს შეგაწუხოთ, რადგან იცით, რომ არც ერთი წამი არ უნდა დაკარგოთ. 

შარლ მიშელი

მსოფლიო 1710827106

მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის და გადავიდეთ „ომის ეკონომიკის“ რეჟიმზე - თუ გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა გააძლიეროს თავდაცვითი შესაძლებლობები და გადავიდეს ომის ეკონომიკაზე რუსეთის მხრიდან საფრთხის საპასუხოდ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.შარლ მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე და დიდად არ დაეყრდნოს ისეთი ქვეყნების მხარდაჭერას, როგორიცაა აშშ."თუ ჩვენ უკრაინას არ მივაწვდით საკმარის მხარდაჭერას რუსეთის შესაჩერებლად, ჩვენ ვიქნებით შემდეგი [სამიზნე]. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის და გადავიდეთ „ომის ეკონომიკის“ რეჟიმზე. თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ომისთვის", - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.მიშელმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, უზრუნველყონ, რომ უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდებოდა ბრძოლის ველზე, მათ შორის, ევროკავშირის ფულით სამხედრო აღჭურვილობის შეძემითა და უკრაინისთვის იარაღის შესაძენად რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული გაუთვალისწინებელი შემოსავლის გამოყენებით.

ალექსეი ნავალნი

მსოფლიო 1710827043

ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს 30 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ალექსეი ნავალნის მკვლელობაზე

ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს 30 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მკვლელობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თავიანთი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალ სანქციებს."ჩვენ შევთანხმდით სანქციებზე ალექსეი ნავალნის მკვლელობაზე პასუხისმგებელი 30 ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის მიმართ, რაც შეესაბამება აშშ-ის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმს", - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 16 თებერვალს, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა.

მაია ბუწაშვილი

საზოგადოება 1710826980

„პაციენტები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ჩემს მიერ დანიშნული ესა თუ ეს მედიკამენტი ვერ იშოვეს... ამას მასიური ხასიათი აქვს...“ – რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ინფექციონიოსტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მედიკამენტების სახელებთან დაკავშირებით, აფთიაქებში არსებულ ვითარებაზე წერს.„მინდა შევეხო აფთიაქებში არსებულ უცნაურ ვითარებას მედიკამენტების სახელებთან დაკავშირებით. კერძოდ, პაციენტები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ჩემს მიერ დანიშნული ესა თუ ეს მედიკამენტი ვერ იშოვეს. ზოგიერთ აფთიაქში ეუბნებიან, რომ ამ წამლის დეფიციტია, ზოგან კი სთავაზობენ, რომ აქვთ რომელიღაც „შემცვლელი“.პაციენტი, რომელმაც ირბინა აფთიაქებში და ვერ იშოვა ჩემ მიერ დანიშნული წამალი, მეკითხება, იყიდოს თუ არა ეს „შემცვლელი“ და თან გულს აკლია, რომ მოუწევს არა მისთვის აუცილებელი წამლის, არამედ „შემცვლელის“ მიღება. ამ დროს ეს წამალი შემცვლელი კი არა, ზუსტად ის არის, რაც მე დავუნიშნე.საქმე იმაშია, რომ მე და სხვა ექიმებიც ბევრ მედიკამენტს წერს მისი ქიმიური სახელით და არა ბრენდულით. შესაბამისად, ამ მედიკამენტების უამრავი, სხვადასხვა კომპანიის წარმოებული ვერსია არსებობს სხვადასხვა სახელით, მაგრამ ყველა მათგანი სწორედ ეს პრეპარატია. ამიტომ სრული აბსურდია ადამიანს უთხრა, რომ ეს მედიკამენტი არ არის აფთიაქში და აძებნინო, როცა მისი რამდენიმე ვარიანტი შეიძლება იდოს თაროზე.ვიცი, ამ პოსტზე დამიკომენტარებენ, რომ ფარმაცევტებს არ აქვთ უფლება შეცვალონ ის წამალი, რომელიც ექიმის მიერ არის დანიშნული. თუმცა მე რაზეც ვწერ, ეს არ არის შეცვლა.მაგალითად, პრეპარატი მეტრონიდაზოლი, რომელსაც როდესაც ამ სახელით კითხულობს პაციენტი, იმის ნაცვლად, რომ უთხრან, რომელი დასახელებებით აქვთ და მწარმოებლების და ფასის მიხედვით არჩევანის საშუალება მისცენ, ეუბნებიან, რომ დეფიციტია, ან ეუბნებიან, რომ მისი შემცვლელი აქვთ. ამას მასიური ხასიათი აქვს და მართლა წარმოუდგენლად არასწორია“, – წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

House of Justice

საზოგადოება 1710826965

იუსტიციის სახლში საჯარო სერვისების მასტერკლასი დაიწყო

იუსტიციის სახლში საჯარო სერვისების მასტერკლასი დაიწყო. მასტერკლასი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ საჯარო სერვისების მიწოდების ქართულ მოდელს.იუსტიციის სახლის მაღალი რგოლის მენეჯმენტი მსმენელს საკუთარ პროფესიულ გამოცდილებასა და მუშაობის პრაქტიკულ დეტალებს გაუზიარებს.მასტერკლასი 18-დან 26 მარტის ჩათვლით, თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ჩატარდება. კურსის მოდულის ჯამური ხანგრძლივობა 10 საათია. მასტერკლასში მონაწილეობა უფასოა და კურსის დამთავრებისთანავე, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.