სენაკში ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი გაძარცვეს

18:05 10-10-2019
97

სენაკის მუნიციპალიტეტში „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი დილის საათებში გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 260 ლარი.

შსს-ს ცნობით, პირი ცხელ კვალზე დააკავეს.  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლით,რაც ძარცვას გულისხმობს. 

ავტორი: თეა შონია