მოკალით გველთევზა და გაყინეთ! - ჯორჯიას შტატში მოსახლეობას აფრთხილებენ

17:49 10-10-2019
2241

გველთევზას მოკვლას, რომელიც აშშ-ის ჯორჯიას შტატში აღმოაჩინეს, ოფიციალური პირები მის მოკვლას ცდილობენ.

ინვაზიური(შემოჭრილი) თევზის სახეობა, რომელიც პირველად, ჯორჯიას შტატში აღმოაჩინეს, ჰაერზე სუნთქვა და ხმელეთზე გადარჩენა შეუძლიათ. ოფიციალური პირები აფრთხილებენ ყველას, ვინც მასთან კონტაქტში იქნება, რომ დაუყოვნებლივ მოკლან იგი.

CNN“ -ის ინფორმაციით, მეთევზემ, რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთის  გველთევზა, გვინეტის ოლქში დაიჭირა.

”მეთევზეობის სწრაფი კომუნიკაციის წყალობით, ჩვენმა თანამშრომლებმა შეძლეს გამოიძიონ და დაადასტურონ, აუზში, ამ სახეობის არსებობა. ახლა, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს იმის დასადგენად, გავრცელდება თუ არა ისინი ამ რეზერვუარიდან და ვიმედოვნებთ, რომ თავიდან ავიცილებთ, ჯორჯიას შტატის სხვა წყლებში, მის გამრავლებას,” - განაცხადა ველური ბუნების რესურსების სამმართველოს, მეთევზეობის განყოფილების ხელმძღვანელმა მეთიუ თომასმა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველად იგი ჯორჯიას შტატში აღმოაჩინეს, გველთევზა ასევე, ქვეყნის 14 შტატში დააფიქსირეს. გრძელ, თხელ თევზს, აქვს მუქი ყავისფერი გარეგნობა და შეიძლება გაიზარდოს სიგრძეში - სამ ფუნტამდე. მისი თქმით, მას ასევე შეუძლია ჰაერის სუნთქვა და ჟანგბადის დაბალ შემცველ სისტემებში, მათ შორის ხმელეთზე გადარჩენა.

გველთევზა, ითვლება ინვაზიურ სახეობად, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გავლენას ახდენს ადგილობრივ სახეობებზე, რომელიც კონკურენციას უწევს საკვებს და ჰაბიტატს. ჯორჯიაში, მისი მოშენება, „ველური ბუნების მოწმობის“ გარეშე, აკრძალულია.

ოფიციალური პირების თქმით, მეთევზეებმა, თუ თვლიან, რომ ჩრდილოეთის გველთევზა დაიჭირეს, დაუყოვნებლივ უნდა მოკლან იგი და გაყინონ.

”თუ ეს შესაძლებელი იქნება, გადაუღეთ თევზს ფოტო, მათ შორის პირის ღრუს, ფარფლებისა და კუდის ახლო კადრი და დააფიქსირეთ ადგილი, სადაც ის დაიჭირეთ”, - განაცხადეს მთავრობის წარმომადგენლებმა.

აშშ - ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი, გველთევზას მავნე ველურ ბუნებას უწოდებს და ეს, რეგულირდება ფედერალური კანონით. 

ავტორი: რუსა ღვანიძე