სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯურს არ მოხსნიან

17:09 10-10-2019
27

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც მელიას აღკვეთი ღონისძიების გაუქმებას ან ალტერნატიული სახით სხვა სახის აღკვეთი ღონისძიების - პირადი თავდებობის გამოყენებას ეხებოდა არ დააკმაყოფილა.

ნიკა მელიას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 6 დეპუტატი უდგებოდა თავდებში.

როგორც მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა სხდომაზე განაცხადა, კვლავ არის იგივე ხარისხის რისკები, რაც არსებობდა ნიკა მელიასთვის პირველ სასამართლო სხდომაზე.

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილის განაცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების სახე უკანონოა. როგორც დაცვის მხარემ განაცხადა, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს პროკურატურა უაპელაციოდ უკრძალავს სატელევიზიო ეთერებში მოსვლას და პოლიტიკურ თოქ-შოუებში მონაწილეობას.

დაცვის მხარის ეს არგუმენტი არ გაიზიარა ბრალდების მხარემ.