16-17 ოქტომბერს ღამის საათებში თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

17:02 10-10-2019
63

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო საავტომობილო გზის 196-ე კმ-ზე (ე.წ. „ფეროს რელსებთან“), შპს „ბორანის“ მიერ

დაგეგმილია დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების წარმოება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 16 და 17 ოქტომბერს, 20:00სთ-დან 04:00სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქ. ზესტაფონის გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.