პენსიონერი ქალი, რომელსაც შვილი გაზის აფეთქებით გარდაეცვალა, „ყაზტრანსგაზმა“ უნდა არჩინოს - სასამართლოს გადაწყვეტილება

16:32 10-10-2019
209

„ყაზტრანსგაზ თბილისს“ სასამართლომ პენსიონერი ქალის რჩენა დააკისრა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც საიას ინფორმაციაში წერია, პენსიონერს შვილი სახლში გაზის აფეთქების შედეგად გარდაეცვალა.

„საია იცავდა პირს, რომლის შვილი სახლში გაზის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

გარდაცვალება გამოწვეული იყო შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ (ამჟამად - „თბილისი ენერჯი“) საკუთრებაში არსებული მილების გაუმართაობის შედეგად გაჟონილი გაზის სახლში აფეთქებით.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს „ყაზტრანსგაზ თბილისს“ დაეკისრა სარჩოს გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. მოსარჩელე ამ დროისთვის არის პენსიონერი, რომელსაც გარდა სახელმწიფო პენსიისა, არ აქვს რაიმე მუდმივი შემოსავალი“ - ნათქვამია განცხადებაში.