კანონპროექტი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ - საუნივერსიტეტო სკანდალს ნიგერიის მთავრობის რეაგირება მოჰყვა

16:15 10-10-2019
74

BBC ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, აფრიკის წამყვან უნივერსიტეტებში გამოვლენილი სექსუალური ძალადობის ფაქტებს, ნიგერიის ხელისუფლების მხრიდან რეაგირება მოჰყვა.

ნიგერიის სენატმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც უნივერსიტეტში სტუდენტებზე სექსუალური ძალადობისა და შევიწროების პრევენციას ისახავს მიზნად.

სენატის პრეზიდენტის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ BBC-ს მხრიდან დახმარება დასჭირდებათ, რათა ამ კანონპროექტმა სათანადო მხარდაჭერა მოიპოვოს.

ახალი კანონის მიღების შემთხვევაში, ლექტორებს სტუდენტებთან სექსუალური ხასიათის ნებისმიერი ქმედება, იქნება ეს ფიზიკური შეხება თუ ფლირტი, აეკრძალებათ. კანონის დარღვევის შემთხვევაში 14 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

საუბარია ნიგერიისა და განას უნივერსიტეტებში, ლექტორების მიერ სტუდენტ გოგონებზე განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ქმედებებზე. ფაქტები BBC-ს ფარულმა კამერამ დააფიქსირა.

ავტორი: მარიამ გიგანი