თურქეთის საჰაერო იერიშებსა და სახმელეთო დარტყმებს 7 ადამიანი ემსხვერპლა

16:03 10-10-2019
24

სირიაში მწვავე საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. მეორე დღეა, რაც თურქეთმა მასშტაბური სამხედრო ოპერაცია წამოიწყო და სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქურთ მებრძოლებს უტევს.

თურქეთის შეიარაღებული ძალები სახმელეთო დარტყმებს ახორციელებენ, სამხედრო ავიაცია კი ტერიტორიებს ბომბავს. მწვავე დაპირისპირებაა საზღვარზე. საომარი მოქმედებების შედეგად მოკლულია შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე.

საცხოვრებელ სახლებს ტოვებს ათობით ათასი ადამიანი.

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყება მას შემდეგ დააჩქარა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა სირიიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა დონალდ ტრამპმა ერდოღანი წინასწარ გააფრთხილა, რომ თუკი იგი „ზღვარს გადავა“ და მის მოკავშირეებს შეეხება, მაშინ თურქეთის ეკონომიკას გაანადგურებს.

აშშ თურქეთის მიერ საომარი მოქმედებების წამოწყებას უკვე გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა ქურთებზე თავდასხმა დაგმო და სამხედრო ოპერაციას „ცუდი იდეა“ უწოდა. 

ავტორი: მარიამ გიგანი