რა კავშირი ჰქონდა ჯგუფ „გამოუვალ მდგომარეობასთან“ ახალგაზრდას, რომელიც ნათლიამ მოკლა

15:36 10-10-2019
1494

ორხევში ნათლიის მიერ მოკლული მამაკაცი, 42 წლის კახა გაბრიელაშვილია. ის ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ წევრის, ინსტრუმენტალისტის, გიორგი გაბრიელაშვილის ძმა იყო.

width=525

(გიორგი გაბრიელაშვილი, გარდაცვლილი კახა გაბრიელაშვილის ძმა) 

შემთხვევა გუშინ დილით, ორხევში მოხვდა. ნათლიამ ნათლული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა 400 ლარამდე თანხას ეხება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1937 და 1977 წლებში დაბადებულ მამაკაცებს შორის კონფლიქტი წარსულში არსებულ უთანხმოებას მოჰყვა.

ახალგაზრდას, რომელსაც მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.