გიორგი გაბუნიამ პროკურატურას გამოკითხვის გადადება სთხოვა

15:12 10-10-2019
113

სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას პროკურატურაში გამოკითხვა გადაიდო.

როგორც პროკურატურაში ამბობენ, გამოკითხვა გაბუნიას თხოვნით გადაიდო.

გაბუნია უწყებაში დღეს უნდა გამოცხადებულიყო.

პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის  ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

პროკურატურაში ასევე გამოიკითხნენ: ნიკა გვარამია, გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი.