ცოტაშვილების დაბრუნება - „გიორგი და ვიკა საყვარლები არიან“

14:30 10-10-2019
463

ცოტნე, თიკა და ლიზი -  ერთ-ერთი საყვარელი ოჯახი „ჩემი ცოლის დაქალებში“ ისევ გამოჩნდება. მღვდლის ოჯახს მაყურებელი ახალი სეზონის დასაწყისში იხილავს.

ამ ახალ "ოჯახურ" ფოტოს სოციალურ ქსელში ვიკა კალანდია აქვეყნებს. ცოტაშვილების ახალ ისტორიებს მალე გავიგებთ. სერიალში, სავარაუდოდ, გამოჩნდება ბახვა ბრეგვაძეც, რომელიც ცოტნეს მეგობრის როლშია. „გრაფიკი მკითხეს, ჯერ სხვა არაფერი ვიცი“ - გვპასუხობს ბახვა. 

გიორგი ბახუტაშვილს „იმედზე“ შოუ მიყავდა. როგორც მსახიობი „პრაიმტაიმთან“ აცხადებს - საყვარელი საქმის კეთება სურს და შოუებისგან ისვენებს.  

გიორგი ბახუტაშვილი: - დეტალები არ ვიცი, თუმცა სერიალში გამოვჩნდები. ამის სურვილი მეც მაქვს და მათაც. ჩემს საქმეს - მსახიობობას უნდა მივხედო. 

სანამ ვიკა კალანდიას თავისი ბრიტანელი სიძე, პიტერ ვებერი ფილმში გადასაღებად წაიყვანს, მანამ ქართულ სერიალში ვიხილავთ. 

ვიკა კალანდია: - ჩემი საყვარელი ბრიტანელი რეჟისორი - პიტერ ვებერი და მე ვიწყებთ ახალ, სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშობას. ჩემი პარტნიორების შესახებ ჯერ არაფერს გეტყვით. უბრალოდ, არ მჯერა და იმიტომ! ეს პროექტი ჩემს კარიერაში ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი იქნება! ამიტომ გამოუშვით დადებითი ენერგიები... არ გავგიჟდე მეშინია!!! 

ამ პროექტის შესახებ რაიმე ახალი დეტალი გაგვიმხილე.

- სამწუხაროდ, ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი ჯერჯერობით არ შემიძლია. 

ცოტნეს და თიკუნას შვილის როლს 10 წლის ლიზი მარღანია ასრულებს. ლიზი ტელეწამყვანისა და პროდიუსერის, მაია სტეფნაძის ქალიშვილია. პატარა მსახიობი სერიალში ისევ თამაშის შეთავაზებით ბედნიერია. მან „პრაიმტაიმთან“ საუბარში აღნიშნა, რომ გულის სიღრმეში სადღაც მაინც ელოდა, რომ „ჩცდ“-ში ისევ ითამაშებდა.

ლიზი მარღანია: - რომ დამირეკეს, სიხარულისგან ცრემლი მომერია. გავგიჟდი, ისე გამიხარდა. ძალიან მიყვარს ეს სერიალი და გადასაღები მოედანი მომენატრა კიდეც. გიორგი და ვიკა გაცნობამდე სერიოზულები მეგონენ, მაგრამ როცა გავიცანი, ორივე მხიარული და საყვარელი ადამიანი აღმოჩნდა.

 

ავტორი: თამარ გონგაძე