„ნუ ხმარობთ ამ სიტყვას, ძალიან მძიმე მოსასმენია!“ - ბაია პატარაიას და თეა დარჩიას დაპირისპირება ეთერში (ვიდეო)

14:16 10-10-2019
131

მოცეკვავე თეა დარჩია და უფელბადამცველი ბაია პატარაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ისინი მიწვეულები იყვნენ გადაცემაში „სხვა ნანუკა“, რომლის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემები იყო.

დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც თეა დარჩიამ ქალებს, რომლებიც აბორტს იკეთებენ, მკვლელები უწოდა.

„თუ პრიორიტეტი არის, რომ ჯერ გამდიდრდე და მერე გააჩინო შვილები, ასე არ ხდება. მოკლა, კომფორტი შეიქმნა და როცა შენ მოგინდება მაშინ გააჩინო ბავშვი, არც ასე არ ხდება. როდესაც ახალ სიცოცხლეს გააჩენ, ყველაფერი აგეწყობა გარშემო. ყველამ საკუთარ თავზე უნდა აგოს პასუხი. მკვლელი იქნება ეს თუ სხვა“, - თქვა თეა დარჩიამ.

„ვაიმე, ნუ ხმარობთ ამ სიტყვას რაა, ძალიან მძიმე მოსასმენია. იურიდიულ და სამედიცინო ენაზე ეს ასე არ არის და თქვენ თუ გინდათ დაუძახეთ“, - სწორედ ამ სიტყვებით უპასუხა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ მოცეკვავეს.