კარლ ჰარცელი - საქართველოს ისტორიაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ასეთი ღიაობა არასდროს ყოფილა

12:19 10-10-2019
17

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა შეაფასა.

მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ასეთი გამჭირვალობა და ღიაობა არასოდეს არ ყოფილა და ეს კარგი ამბავია.

როგორც მან განაცხადა, რამდენიმე კვირაში პარლამენტი ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი ჩვენთვის. ჩვენ ამ პროცესში ბოლო 11 თვეა აქტიურად ვართ ჩართულები და მის დასრულებას ვუახლოვდებით. როგორც ვიცით, იყო შეკითხები შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე არსებობდა კითხვები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების დასახელების თაობაზე. თუმცა, კარგი ამბავია ის, რომ არასდროს საქართველოს ისტორიაში ასეთი გამჭვირვალობა და ღიაობა მოსამართლეთა შერჩევის პროცესის არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ ყველა თავად განსჯის, მათ შორის ის პარლამენტარებიც, რომელთაც საბოლოოდ გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. მათი არჩევა უნდა მოხდეს უმაღლესი პროფესიული და პერსონალური სტანდარტებით,“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.