ბახვა ახალ შოუში მაყურებლის აცეკვებას გეგმავს

12:01 10-10-2019

ტელეკომპანია “იმედი“ ახალ მუსიკალურ გადაცემას იწყებს. "მელო Money" მუსიკალური Game show-ა, რომლის სტუმრები პირველ ეტაპზე ცნობილი ადამიანები იქნებიან. შოუში ერთმანეთის მოწინააღმდეგეა სამი წყვილი. წყვილებს 3 ტური ექნებათ გადასალახი და დავალებებზე თავის გართმევის შემთხვევაში, სოლიდური თანხით დაბრუნდებიან სახლში.

შოუს წამყვანია ბახვა ბრეგვაძე, პროდიუსერები კი - თამარ ღვინიანიძე, გვანცა გორდეზიანი და ეთული ჩხეიძე. შოუს ეთერში გასვლის დღე და დრო ჯერ ცნობილი არ არის.

 როგორც შოუს წამყვანი, ბახვა ბრეგვაძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამხელს, ეს არ იქნება მხოლოდ მუსიკალური გადაცემა, მას შემეცნებითი სახეც ექნება და მაყურებლის გახალისებაზე იზრუნებს. 

ბახვა ბრეგვაძე: - მაყურებელი ჩვენთან ერთად დროს აუცილებლად სიცილსა და ღიღინში გაატარებს. შეიძლება ადგილზე აცეკვდეს კიდეც. რაც მთავარია - გასართობთან ერთად, მაყურებელი  ბევრ საინტერესოსაც გაიგებს, შოუ ცოტა შემეცნებითიც იქნება. 

- როგორი იქნება შენი იმიჯი?

- ჩემი იმიჯი იქნება მხიარულიც, მკაცრიც.  თუ წააგებენ ჩემი სტუმრები  - მოწყენილსაც მნახავთ. აქამდე რაც კი გადაცემა წამიყვანია, იყო სულ პირდაპირი ეთერი, სულ. თუმცა იმ საქმეს ხელს არ ვკიდებ, რომელიც მგონია, რომ არ გამომივა. ასე რომ დიდი იმედი მაქვს, ყველას მოგეწონებათ და სულ მოგინდებათ ჩვენი ყურება.

- შენ „ჩცდ“-ს მაყურებელიც გგულშემატკივრობს. იქ ისევ გიხილავენ?

- „ჩცდ“-დან მკითხეს მხოლოდ გრაფიკი. ჯერ სხვა არაფერი ვიცი… 

 



ავტორი: თამარ გონგაძე