ქუთაის-გაენათის ეპარქიას 6 თვეა დროებითი მმართველი ჰყავს

11:42 10-10-2019

ქუთათელ-გაენათის ეპარქიას ამ დრომდე დროებითი მმართველი იოანე გამრეკელი ხელმძღვანელობს. რუსთავის მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი ექვსი თვეა დროებითი მმართველის პოზიციას იკავებს. ეპარქიაში ხელმძღვანელის დანიშვნა სინოდის სხდომაზე უნდა გადაწყდეს, რომელიც პატრიარქმა ილია მეორემ უნდა დანიშნოს.

როგორც საპატრიარქოში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, არ იციან როდის ჩაინიშნება სხდომა. 

„ჯერ არ არის ჩანიშნული სხდომა, არ ვიცით როდის იქნება“, - ამბობენ საპატრიარქოში.

იოანე გამრეკელი მიმდინარე წლის ივნისში ქუთათელ გაენათის მიტროპოლიტი მეუფე ლაკიტარეტს გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა. მის ხელმძღვანელობას საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რადგან მას 2014 წელს გამოცემულ საზოგადოებრივ-სამეცნიერო ჟურნალში სამი საუნჯე პრორუსულ და ანტიდასავლურ წერილებიო აქვს.

რამდენიმე ამონარიდს უცვლელად გთავაზობთ: „სამწუხაროდ, ვრცელდება მოარული შეხედულება, რომ რუსებმა შურის გამო გადაათეთრეს ჩვენი ტაძრები და ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა აკრძალეს. ეს განცხადება ვიღაცამ ოდესღაც გაავრცელა და ბევრმა აიტაცა ისე, რომ არც გაანალიზა, რაში იყო საქმე“.