ქუთაისში 65 წლის ქალი აივნიდან გადავარდა

11:22 10-10-2019
15

65 წლის ქალი მეხუთე სართულის აივნიდან გადავარდა და გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ქუთაისში მოხდა.

დაშავებული მძიმე დაზიანებებით იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.