გიორგი გახარია დღეს მევენახეებს შეხვდება

10:48 10-10-2019
35

ჩვენ გვინდა, დღეს მეღვინეებს ვესაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც არის როგორც ადგილობრივი წარმოების, მევენახეების, ასევე ბაზრებზე წვდომის და ექსპორტის თვალსაზრისით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, საერთო ჯამში რთველმა კახეთის რეგიონში კარგად ჩაიარა.

„ჩვენ დავიწყეთ ბიზნესთან შეხვედრები სხვადასხვა დარგების მიმართულებების თუ სექტორების თვალსაზრისით, დღეს გვექნება შეხვედრა მევენახეებისა და მეღვინეობის მიმართულებით. განსაკუთრებულად აქტუალურია დღეს შეხვედრა, რადგან რთველი უკვე თავის დასასრულ ფაზაში გადავიდა. უკვე გვაქვს გარკვეული შედეგები, იყო გარკვეული სირთულეები, თუმცა საერთო ჯამში ამ რთველმა კახეთის რეგიონში კარგად ჩაიარა. თუ გვექნება საშუალება კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ რთველის ბოლო ფაზაში, ეს იქნება მისასალმებელი. ჩვენ გვინდა დარგს დღეს ვესაუბროთ იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც არის როგორც ადგილობრივი წარმოების, მევენახეების ასევე ბაზრებზე წვდომის და ექსპორტის თვალსაზრისით“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მევენახეებთან შეხვედრა დღეს 13:00 საათზეა დაგეგმილი.