გრძნობ, რომ უკვე „გიკიდებენ“ - გელა ჩარკვიანი თანამდებობის დატოვებისას ადამიანის განწყობას აღწერს

10:29 10-10-2019
185

პუბლიცისტი გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ამონარიდს წიგნიდან „ნაგერალა“, რომელშიც თანამდებობის დატოვების მოლოდინში, ადამიანის განწყობას აღწერს.

„რაგინდ თანამდებობა გეკავოს, წასვლის ვადა რომ გიახლოვდება და ეგრეთ წოდებული „კოჭლი იხვი“ ხდები, თითქოს ჯერ არაფერი შეცვლილა, მაგრამ გარემოცვის შენ მიმართ დამოკიდებულების უფაქიზესი ნიუანსებით გრძნობ, რომ უკვე ცოტათი „გიკიდებენ“. ამაშია დემოკრატიის არსი – ყველა ძალაუფლების მქონე სუბიექტი მუდმივად „კოჭლი იხვი“ უნდა იყოს, იმისათვის, რომ მეტისმეტად არ გაძლიერდეს და ცოტათი, ასე ვთქვათ, ეკიდოთ. ამიტომ ებრძვიან მოქმედი და მომავალი დიქტატორები ვადებზე კონსტიტუციური შეზღუდვების შემოღებას. როცა 80-იანებში კომპარტიის ცეკას გენერალურ მდივანს ერთ-ერთ ბოლო ყრილობაზე ვადა დაუწესეს, გამოვაცხადე, სსრკ დამთავრდა-მეთქი“, - წერს ჩარკვიანი.