ვიდეოები

1710843355

VIDEO: „ნამდვილი საგიჟეთი იყო და კიდევ უფრო შთამბეჭდავი ღონისძიებები ელის...“ - როგორ ეხმაურება უცხოური მედია თოფურიას თბილისში ჩამოსვლას

UFC-ის ქვემ­სუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემპიონის, ილია თოფურიას თბილისში ჩამოსვლას "მარკა" გამოეხმაურა.გამოცემა წერს, რომ ორი ქვეყ­ნის - სა­ქარ­თვე­ლო­სა და ეს­პა­ნე­თის, სპორტსმენს თბილისის აეროპორტში ხუთი ათასმა გულშემტკივარმა ზღაპრული დახვედრა მოუწყო, ნამდვილი საგიჟეთი იყო და კიდევ უფრო შთამბეჭდავი ღონისძიებები ელის:"არავითარ ეჭვს არ იწვევდა, რომ "თოფურომანია" ჩასვლისთანავე დაიწყებოდა. ის სამშობლოში რამდენიმე დღით დაბრუნდა, რათა ვოლკანოვსკისთან ნოკაუტით გამარჯვება თბილისში იზეიმოს.ხუთი ათასი ადამიანი ჩემპიონს აეროპორტში აპლოდისმენტებითა და სკანდირებით შეეგება. ის პირადად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიწვია, მთავარი მოვლენა კი ხუთშაბათს საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების პლეი-ოფის ნახევარფინალის დაწყებამდე ჩემპიონის ქამრის წარდგენა იქნება".  გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თოფურიამ კონორ მაკგრეგორთან ბრძოლის მზადყოფნა გამოთქვა: "ეს წიგნი MMA-ს მთელი ისტორიის თავს წარმოადგენს. მჯერა, ამ თავის დახურვის და ახლის გახსნის დრო მოვიდა. მჯერა, მისი დამარცხება ძველი თავის დახურვის და ახლის დასაწყისი გახდება".თოფურია მაკგრეგორს MMA-ს ისტორიაში იდეალურ პერსონაჟს უწოდებს და UFC-ის ხელმძღვანელებთან ესპანეთში ტურნირის ჩატარებას მალე განიხილავს: "ეს ადვილი მისაღწევი არაა, მაგრამ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. იქნება თუ არა მაკგრეგორი ჩემი მეტოქე? არ ვიცი. თუმცა, არ გამიკვირდება, თუ ეს ასე მოხდება".

ილია თოფურია

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709008839

საყურადღებო ინფორმაცია!„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

რა უნდა ვიცოდეთ მონონუკლეოზის სინდრომზე? – ინტერვიუ ინფექციონისტთან

ჯანდაცვა 1710844285

რა უნდა ვიცოდეთ მონონუკლეოზის სინდრომზე? – ინტერვიუ ინფექციონისტთან

მონონუკლეოზი ფართოდ გავრცელებული სინდრომია. ის მეტწილად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის კლინიკური ნიშნებით ვლინდება, თუმცა იშვიათ შემთხვევაში მას საკმაოდ მწვავე სიმპტომები და გართულებები ახასიათებს.როდის უნდა ვიეჭვოთ მონონუკლეოზის სინდრომზე და მივმართოთ სპეციალისტს? რა შემთხვევებში იწვევს ის გართულებებს და როდის არის საჭირო სამედიცინო ჩარევა? – ამ და სხვა თემებზე თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის ინფექციონისტი სოფიო ნემსაძე გვესაუბრა.რა არის მონონუკლეოზის სინდრომის გამომწვევი მიზეზი?მონონუკლეოზის სინდრომი გამოწვეულია ძირითადად ეპშტეინ-ბარის ვირუსით (EBV), თუმცა შესაძლებელია ასევე განვითარდეს სხვა ეტიოლოგიური აგენტებითაც, ესენია: ციტომეგალოვირუსი (CMV), აივ ინფექცია (HIV), ჰერპეს ვირუსი ტიპი 6 (HSV 6), ჰერპერს ვირუსი ტიპი 7 (HSV 7), B ჰეპატიტის ვირუსი (HBV), ასევე, ტოქსოპლაზმა (Toxoplasma).რადგანაც მონონუკლეოზის  სინდრომი მეტწილად ეპშტეინ-ბარის ვირუსითაა განპირობებული, ჯობს, აქცენტი სწორედ მასზე გავაკეთოთ. აღსანიშნავია, რომ ზრდასრული მოსახლეობის 95% სეროპოზიტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპოზირებულია ვირუსთან. ინფიცირება ძირითადად ბავშვთა ასაკში ხდება და უმეტეს შემთხვევაში დაავადება ამ ასაკობრივ ჯგუფში მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს. შესაძლებელია მშობელმა ვერც შეძლოს დიფერენცირება, მაგალითად, მსუბუქად მიმდინარე სეზონურ ვირუსულ რესპირატორულ ინფექციასთან. EBV ვირუსით ინფიცირება შესაძლებელია ზრდასრულ ასაკშიც მოხდეს, რა დროსაც სიმპტომები, როგორც წესი, მეტადაა კლინიკურად გამოხატული.ეპშტეინ-ბარის ვირუსის გავრცელება ხდება ოროფარინგეალური სეკრეტით, ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტისას. ვირუსის გადაცემა მწვავე პერიოდიდან 6 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს. რა სიმპტომები ახასიათებს მონონუკლეოზის სინდრომს?მონონუკლეოზის სინდრომის ძირითადი ჩივილებია ცხელება, ფარინგიტი, ტონზილიტი, კისრის მიდამოს ლიმფადენოპათია (ლიმფური კვანძების გადიდება),  ასევე, შეიძლება პაციენტს აღენიშნოს სპლენომეგალია (ელენთის გადიდება) და გამოხატული ძლიერი საერთო სისუსტე. მას შეიძლება, ასევე, ახლდეს  ყელის ინტენსიური ტკივილი, მოთეთრო-მონაცრისფრო ნადები ტონზილებზე, პეტექიური გამონაყარი რბილ სასაზე. იშვიათად ვლინდება პოლიმორფული გამონაყარი კანზეც – ის შეიძლება იყოს მაკულოპაპულარული, ურტიკარიული ან პეტექიური. ადრე მიჩნეული იყო, რომ გამონაყარი ანტიბიოტიკის მიღებით იყო განპირობებული, თუმცა დღეს ვიცით, რომ ეს კლინიკური ნიშანი მედიკამენტის გარეშე მხოლოდ ვირუსულმა ინფექციამაც შეიძლება გამოიწვიოს.რა გართულებები შეიძლება განვითარდეს მონონუკლეოზის სინდრომის დროს?თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობაში ეპშტეინ-ბარის ვირუსზე და მისით განპირობებულ მონონუკლეოზის სინდრომზე ხშირად წარმოდგენები უტრირებულია. ცხადია, ის, როგორც სხვა ვირუსული ინფექციური დაავადებები, გართულებებს იწვევს, ზოგჯერ საკმაოდ მძიმესაც, თუმცა ძალიან იშვიათად.რაც შეეხება ძირითად გართულებებს, ვირუსული ინფექციის მწვავე პერიოდში შეიძლება მოხდეს ტონზილების ჰიპერტროფია ანუ გადიდება იმდენად, რომ სასუნთქი გზების ობსტრუქცია გამოიწვიოს. ასევე, არსებობს ელენთის რუპტურის (გასკდომის) შესაძლებლობა ელენთის გადიდების დროს. ამასთან ერთად, არსებობს ეპიდემიოლოგიური კვლევები, რომლებიც აკავშირებენ EBV-ს მომავალში ლიმფომის ან სხვა ონკოლოგიურ პათოლოგიების, ასევე, ავტოიმუნური დაავადებების (გაფანტული სკლეროზი, სისტემური წითელი მგლურა) განვითარებასთან, თუმცა ასეთი ასოციაციები დამატებითი კვლევის საგანია.EBV-ის იშვიათ გართულებებში შედის ჰეპატიტი, გილიენ-ბარეს სინდრომი,  კრანიალური ნერვის პარეზი, ოპტიკური ნევრიტი. მან შესაძლოა გამოიწვიოს მენინგოენცეფალიტი და ასეპტიური მენინგიტიც. ძალიან იშვიათად ეპშტეინ-ბარის ვირუსი შეიძლება იყოს „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ სინდრომის ტრიგერი. აქვე უნდა აღვნიშნოთ EBV ვირუსის ორი უკიდურესად იშვიათი და მძიმე გართულება – ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი და ქრონიკული, აქტიური EBV ინფექცია.როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს და როგორ ხდება მონონუკლეოზის სინდრომის დიაგნოსტიკა?ექიმთან ვიზიტი სასურველია იმ შემთხვევაში, თუ  ჩვენ მიერ  ზემოთ  ჩამოთვლილი სიმპტომები აღენიშნა პაციენტს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის შეფასება და საჭიროებისამებრ, როგორც მკურნალობის საკითხის გადაწყვეტა, ისე ფიზიკური აქტივობის შეზღუდვის საჭიროების შეფასება. ექიმმა უნდა შეაფასოს ტონზილების ჰიპერტროფიის ხარისხი და განსაზღვროს ობსტრუქციის რისკები, ასევე, სპლენომეგალიის შემთხვევაში პაციენტს მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები.ხშირად მნიშვნელოვანია, მოხდეს მონონუკლეოზის სინდრომის დიფერენცირება მსგავსი სიმპტომების მქონე სხვა დაავადებებთან, რათა სწორად დაიგეგმოს მართვა. მაგალითად, A ჯგუფის სტრეპტოკოკული ფარინგიტი კლინიკურად შეიძლება ჰგავდესEBV ინფექციას, თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავებულია ამ ორი ინფექციის მკურნალობა. თუკი პირველ შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპია ინიშნება, ეპშტეინ-ბარის ვირუსის დროს ანტიბიოტიკების გამოყენება საჭირო არაა.რაც შეეხება დიაგნოსტირებას, ის ხდება სისხლის ლაბორატორიული კვლევებით. ასევე, საჭიროებისამებრ ინიშნება ლიმფური სისტემის და მუცლის ღრუს ექოსკოპია.როგორ ხდება მონონუკლეოზის სინდრომის მკურნალობა?ეპშტეინ-ბარის ვირუსი ჰერპესვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება და არის თვითგანვლადი ინფექცია. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტური ჩარევა, რა დროსაც გამოიყენება როგორც სიმპტომურ, ისე გლუკოკორტიკოსტეროიდული ჯგუფის პრეპარატები. ამ უკანასკნელის დანიშვნა აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულებით, კონკრეტული პაციენტების ჯგუფში  და არა რუტინულად, ყველა მწვავე EBV-ის დროს.

ილია თოფურია

სპორტი 1710843355

VIDEO: „ნამდვილი საგიჟეთი იყო და კიდევ უფრო შთამბეჭდავი ღონისძიებები ელის...“ - როგორ ეხმაურება უცხოური მედია თოფურიას თბილისში ჩამოსვლას

UFC-ის ქვემ­სუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემპიონის, ილია თოფურიას თბილისში ჩამოსვლას "მარკა" გამოეხმაურა.გამოცემა წერს, რომ ორი ქვეყ­ნის - სა­ქარ­თვე­ლო­სა და ეს­პა­ნე­თის, სპორტსმენს თბილისის აეროპორტში ხუთი ათასმა გულშემტკივარმა ზღაპრული დახვედრა მოუწყო, ნამდვილი საგიჟეთი იყო და კიდევ უფრო შთამბეჭდავი ღონისძიებები ელის:"არავითარ ეჭვს არ იწვევდა, რომ "თოფურომანია" ჩასვლისთანავე დაიწყებოდა. ის სამშობლოში რამდენიმე დღით დაბრუნდა, რათა ვოლკანოვსკისთან ნოკაუტით გამარჯვება თბილისში იზეიმოს.ხუთი ათასი ადამიანი ჩემპიონს აეროპორტში აპლოდისმენტებითა და სკანდირებით შეეგება. ის პირადად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიწვია, მთავარი მოვლენა კი ხუთშაბათს საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების პლეი-ოფის ნახევარფინალის დაწყებამდე ჩემპიონის ქამრის წარდგენა იქნება".  გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თოფურიამ კონორ მაკგრეგორთან ბრძოლის მზადყოფნა გამოთქვა: "ეს წიგნი MMA-ს მთელი ისტორიის თავს წარმოადგენს. მჯერა, ამ თავის დახურვის და ახლის გახსნის დრო მოვიდა. მჯერა, მისი დამარცხება ძველი თავის დახურვის და ახლის დასაწყისი გახდება".თოფურია მაკგრეგორს MMA-ს ისტორიაში იდეალურ პერსონაჟს უწოდებს და UFC-ის ხელმძღვანელებთან ესპანეთში ტურნირის ჩატარებას მალე განიხილავს: "ეს ადვილი მისაღწევი არაა, მაგრამ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. იქნება თუ არა მაკგრეგორი ჩემი მეტოქე? არ ვიცი. თუმცა, არ გამიკვირდება, თუ ეს ასე მოხდება".

ამერიკელმა სამხედროებმა "ჰუსიტების" ხომალდები, ფრთოსანი რაკეტები და დრონი გაანადგურეს

მსოფლიო 1710842640

აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, დრონები და იარაღის შესანახი კონტეინერები გაანადგურა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენში „ჰუსიტების“ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, დრონები და იარაღის შესანახი კონტეინერები გაანადგურა.არმიის ცენტრალური სარდლობის მიერ, სოციალური ქსელით გავრცელებული განცხადებით, „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად რაიონებში შვიდი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, სამი დრონი და სამი იარაღის შესანახი კონტეინერი გაანადგურეს.„დადგინდა, რომ ეს იარაღი წარმოადგენდა გარდაუვალ საფრთხეს რეგიონში სავაჭრო გემებისა და შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გემებისთვის“, - ნათქვამია შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

ილია მეორე

საზოგადოება 1710842304

„წავიდა ჩვენგან გამორჩეული საოპერო მომღერალი და შესანიშნავი პიროვნება“ - პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საოპერო მომღერლის, ლამარა ჭყონიას გარდაცვალებას ეხმიანება და სამძიმრის წერილს აქვეყნებს:„წავიდა ჩვენგან გამორჩეული საოპერო მომღერალი და შესანიშნავი პიროვნება ქალბატონი ლამარა ჭყონია. მან წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი კულტურის ისტორიაში; ამიტომ მისი სახელი მუდამ პატივით იქნება მოხსენებული.აღვავლენთ ლოცვებს ქ-ნი ლამარას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მოგმადლოთ მშვიდობა და ქ-ნ ლამარასთვის ლოცვის ძალა.ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ქუთაისის მერი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა

რეგიონი 1710841585

ქუთაისის მერი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა

ქუთაისის მერი იოსებ  ხახალეიშვილი  მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა. გასულ წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსში - ,,სამუსიკო სასწავლებლებისთვის ინსტრუმენტების შეძენა" - გამარჯვების შედეგად,  ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისათვის  ახალი როიალი Ritmuler  და ელექტრო პიანინო Pearl River შეიძინა.ქალაქის მერმა  სასწავლებლის სტუდენტებსა და პედაგოგებს მიულოცა ეს მნიშვნელოვანი შენაძენი დაწარმატებული  ახალგაზრდა პიანისტების გიორგი არაბიძისა და  ბექა ბაბუნაშვილის მიერ შესრულებულ რამდენიმე მუსიკალურ ნაწარმოებს მოუსმინა. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის 105 წლის ისტორიულ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და განახლებული სასწავლებელი მიმდინარე წლის იანვარში გაიხსნა.