შეცდომას შეცდომებზე მეც კი აღარ ვუშვებ, იქნებ თქვენც მოახერხოთ - გომური თადუმაძეს

10:02 10-10-2019

მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგა, მის მიმართ დაზარალებულის სტატუსის არმინიჭებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში თადუმაძეს პასუხობს.

„ეს ყველაფერი არ ყოფილა საკმარისი, როგორც ამბობს შალვა. ჩვენ გვჭირდება ვიპოვოთ 7 მილიარდი სპეცრაზმელიდან ის ერთი, რომელმაც არაფრის გამო მესროლა, ანუ ვეძებთ ნემსს თივის ზვინში (თუმცა ისეთი მონდომებით რომ იძიებდნენ ჩვენს საქმეს, როგორც დაზარალებული პოლიციელების, არც ესაა შეუძლებელი), ან შეიძლება ნემსს ნემსის ზვინში, არ აქვს მნიშვნელობა. მე ვიცი, რა მოხდა რეალურად, ასიათასობით ადამიანმა იცის და თქვენ ჩვენზე უკეთესად იცით. შეცდომას შეცდომებზე მეც კი აღარ ვუშვებ, გამოვედი მაგ ასაკიდან, იქნებ თქვენც რამენაირად მოახერხოთ“, - წერს გომური.