მექსიკაში ქალაქის მერი ავტომობილს მიაბეს და ქუჩებში ათრიეს

08:46 10-10-2019

მექსიკის მუნიციპალიტეტ ლას-მარგარიტასის მერი, ხორხე ესკანდონი ავტომობილს მიაბეს და ქუჩებში ათრიეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ხალხმა მერი თოკით მანქანას მიაბა და ქალაქში ათრია, სანამ ავტომობილი პოლიციამ არ გააჩერა.

BBC-ის ინფორმაციით, მერის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის საავადმყოფოში გადაყვანილი. პოლიცამ კი, 11 ადგილობრივი დააკავა.