National Geographic-ი ქართული სუფრის ტრადიციებზე წერს

08:28 10-10-2019

5 Things to know before your first Georgian feast - ამ სათაურით National Geographic საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს. 

ჟურნალისტი ტარა იზაბელ ბარტონი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდა. 

„ქართულ სუფრასთან როდესაც მოხვდებით თქვენ დააგემოვნებთ უამრავ ნაციონალურ კერძს, მაგრამ ყველაზე გამორჩეულია მწვადი , ხაჭაპური და ხინკალი. ქართული სუფრა შედგება უამრავი სხვა უგემრიელესი კერძისგან. ქართული სუფრის ტრადიციაა, რომ სუფრას აუცილებლად უნდა ჰყავდეს თამადა, ქართული სუფრიდან უკმაყოფილო არავინ მიდის“- წერს ტარა იზაბელა ბარტონი.